20 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
ანა დოლიძე პრემიერს 41 კითხვით მიმართავს

ანა დოლიძე პრემიერს საზოგადოების მიერ დასმული 41 კითხვით მიმართავს - საკანონმდებლო ორგანოსთან "მოძრაობა ხალხისთვის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ანა დოლიძემ გიორგი გახარიას სახელზე კანცელარიაში დარეგისტრირებული, საზოგადოების მიერ დასმული 41 კითხვა წარმოადგინა.

როგორც მოძრაობის ლიდერი ამბობს, მოძრაობის წევრებმა ეს კითხვები ბოლო 2 დღის განმავლობაში შეაგროვეს. ძირითადად კითხვები ეხება პანდემიას, თუ როგორ უმკლავდება ხელისუფლება კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ფონდში აკუმულირებული თანხის გამოყენებას რათა დაეხმაროს მოქალაქეებს, ასევე როგორ უნდა გადაიხადონ მოქალაქეებმა ის ჯარიმები, რომლებიც მათ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დაეწერათ.

"ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ხელწერა არის ის, რომ ის დაშორებულია ხალხის ინტერესს, არ ესმის ხალხის ტკივილის. ეს გამოჩნდა ძალიან ბევრ ასპექტში COVID-19-თან ბრძოლის დროს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა ხალხისთვის და ხალხიდან ამოგვეღო ის კითხვები, რომლის დასმა მათ სურთ პრემიერისთვის.

მოგეხსენებათ მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი იმ კითხვებსაც კი არ პასუხობს, რომელსაც ხალხი სვამს მათივე ვებგვერდებზე," - აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები