17 აპრილი 2024,   00:30
ვრცლად
საქართველო იყო პირველი ქვეყანა სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განახორციელა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გამოყოფილი იქნა 4 მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებელი 4 მინისტრი იყო:

"საქართველო იყო სხვათა შორის პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდა თერმოსკრინინგი აეროპორტებში და ეს გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უფიქსირდებოდა ცხელება გადაგვეყვანა საკარანტინო ზონაში  და მიუხედავად იმისა ჰქონდა მას დადასტურებულად კოვიდი თუ არა, გაგვეწია შესაბამისი სერვისები. გარდა ამისა, გამოიყო 4 ძირითადი მიმართულება და ამ მიმართულებებზე მკაფიოდ პასუხისმგებელი პირები, ეს გახლავთ ჯანდაცვა, რომელსაც უნდა ეზრუნა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომზადებისთვის კოვიდთან გასამკლავებლად და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე, ეკონომიკის ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, უსაფრთხოების კომპონენტს ხელმძღვანელობდა უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ბატონი ვახტანგ გომელაური და მარაგების და ლოგისტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა ბატონი ლევან დავითაშვილი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები