16 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლის დროს, ეკონომიკის გახსნის შედმეგ, მასთან ადაპტაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. პრემიერი ამბობს, რომ თუკი გახსნას არ მოჰყვა კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, ქვეყნისთვის რისკის შემცველი იქნება. 

“გახსნა ყველაფრის შეიძლება ერთ დღეში, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის. ზოგიერთმა ჩვენმა მეზობელმა სცადა ეს გახსნა ერთ დღეში, რას ნიშნავს. მარტივია, თუ გახსნას არ მოჰყვება კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოხდეს ვირუსთან ადაპტაცია, როგორც ეკონომიკის, ჩვენი სოციალური ცხოვრების, ტურისტების მიღების და პარლამენტის  მუშაობის, მათ შორის, ეს არის უაღრესად რისკის შემცველი ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. და აქ პასუხისმგელობა არის ყველასი კიდევ უფრო დიდი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავრობის, ჩვენი მოქალაქეების, პარლამენტის, ბიზნესის და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები