20 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ტესტირების თემა ხდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი - გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში PCR ტესტირების რაოდენობა გაიზარდოს და სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს 10 ათასამდე ტესტის ჩატარება. გახარიას თქმით, ტესტირების თემა გარკვეული ძალების მხრიდან პოლიტიკური სპეკულირების თემა გახდა:

"რაც შეეხება ტესტირების ნაწილს, მინდა ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დავხურო, სამწუხაროა, როდესაც პატარა ქვეყანაში რომელიც პანდემიას ებრძვის, რომლის რესურსებიც არის საკმაოდ შეზღუდული, ტესტირების თემა ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა. ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის თემაა და ამას არ მინდა შევეხო.

როდესაც პირველი შემთხვევები იყო დღეში ტარდებოდა 72-75 PCR ტესტირება. დღეს ტარდება 2500, უახლოეს პერიოდში ჩატარდება 3000 და შესაბამის უწყებებს ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დავალება, რომ სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს 10 ათასამდე ტესტის ჩატარება," - აღნიშნა გახარიამ.

 

დღის ამბები