მდინარე ბახვის წყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით EMC-იმ სასამართლოს მიმართა.
"ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას. ორგანიზაციის განცხადებით, გადაწყვეტილება ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს.
"არ იქნა შესწავლილი ამ ჰესის ზეგავლენა იმ სოფლებზე, რომლებიც არეალის ქვეშ არიან, არ იქნა შესწავლილი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს კურორტ ბახმაროზე, დარღვეული იქნა ამ გადაწყვეტილების პროცესში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტანდარტები და ეს კიდევ ერთი შემთხვევაა შესაბამისი შეფასებების, კვლევების გარეშე გაცემული გადაწყვეტილებებისა, რომლის საფუძველზეც იგეგმება და შენდება ძალიან ბევრი ჰესი და შესაბამისად, საფრთხე ემუქრება გარემოს და მოსახლეობას," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა.