13 ივლისი 2020,   23:07
ვრცლად
ბელგიასა და საფრანგეთში ვიეტნამელი მიგრანტების საქმესთან დაკავშირებით 26 პირი დააკავეს

ბელგიასა და საფრანგეთში ვიეტნამელი მიგრანტების საქმესთან დაკავშირებით 26 პირი დააკავეს.

საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები გასულ წელს ვიეტნამელი მიგრანტების საყინულიანი სატვირთო მანქანით გადაყვანაში მონაწილეობდნენ. პოლიციამ 13 პირი, მათ შორის მაროკოსა და ვიეტნამის მოქალაქეები ბრიუსელში, ამდენივე პირი კი პარიზში აიყვანა.

სამართალდამცველებმა სატვირთოში 39 ვიეტნამელი მიგრანტის ცხედარი ოქტომბერში ლონდონთან ახლოს ნახეს.

დღის ამბები