10 ივლისი 2020,   15:33
ვრცლად
ბავშვების მდგომარეობა ყოველთვის საკმაოდ მსუბუქია - მაკა სოლოღაშვილი

ვახტანგ ბოჭორიშვილს სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, კლინიკაში მკურნალობას 32 პაციენტი გადის, მათ შორის 11 მოზარდია.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, 11-ვე ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია და მათ, მკურნალობის არც ერთ ეტაპზე რაიმე სახის გართულება არ გამოვლენიათ. მისივე თქმით, დღეს მათ კლინიკაში გამოჯანმრთელება არ დაფიქსირებულა. 

"აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე არის 43 პაციენტი, სულ დადასტურებულ covid-19-ის დიაგნოზით არის 32 პაციენტი, აქედან 11 ბავშვია. გუშინდელი დღიდან სიახლე არ გვაქვს, არ არის არც გამოჯანმრთელება, არც ახალი დადასტურებული ახალ პაციენტი. ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, გრძელდება გამოკვლევები და მკურნალობა.

ბავშვების მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქია ყოველთვის, საბედნიეროდ ყველა ბავშვის მდგომარეობა მიმდინარეობდა მსუბუქად, გამოხატული იყო უმრავლესობაში პნევმონია, მაგრამ მათი სუბიექტური შეგრძნებები იყო საკმაოდ მსუბუქი,“ - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში აგრძელებს. 

"მძიმე გვყავდა ერთი პაციენტი და ის უკვე გადასულია პალატაში, აგრძელებს სტაბილურად თერაპიულ მკურნალობას," - აცხადებს მაკა სოლოღაშვილი. 

დღის ამბები