20 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ღირებულებების კანონი და შექმნა მოუგვარებელი კონფლიქტები სამეზობლოში - ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კონრად ადენაუერის ფონდში დისკუსიის დროს განაცხადა, რომ რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ღირებულებისა და წესების კანონი და თავის უშუალო სამეზობლოში მოუგვარებელი კონფლიქტების სარტყელი შექმნა.

გერმანული მედიის ცნობით, მერკელმა ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანიის თავმჯდომარეობისას რუსეთი პრობლემებს შექმნის.

"რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ღირებულებებისა და წესების კანონი. რუსეთმა შექმნა მოუგვარებელი კონფლიქტების სარტყელი თავის უშუალო სამეზობლოში და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ის მხარს უჭერს მარიონეტულ რეჟიმებს აღმოსავლეთ უკრაინაში და თავს ესხმის დასავლური დემოკრატიებს, მათ შორის გერმანიას, ჰიბრიდული საშუალებებით,"-განაცხადა ანგელა მერკელმა.

დღის ამბები