25 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შესაძლოა, 15%-ით გაიზრდოს და 670 მილიონი შეადგინოს

ეკონომიკურმა ზიანმა, რომელიც COVID პანდემიის შედეგია, შესაძლოა 2020 წლის ბოლოსთვის, დამატებით 86 მილიონი ბავშვის სიღატაკე გამოიწვიოს. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის და "გადავარჩინოთ ბავშვების" ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ამ მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შესაძლოა, 15%-ით გაიზრდოს და 670 მილიონი შეადგინოს. ამასთან, ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობებს, სასწრაფოდ გაზარდონ სოციალური უსაფრთხოების სისტემები და სკოლებში კვების ლიმიტი, რათა ბავშვებმა სასწავლო დაწესებულებებში შეძლონ კვება.

დღის ამბები