20 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
სადისტები იყავით, ძალა გქონდათ და ახლა თქვენ ლაპარაკობთ სისხლისღვრაზე? ვისზე გიზრუნიათ საერთოდ - გიორგი ვოლსკი ენმ-ს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში საკუთარი გამოსვლისას, "ნაციონალური მოძრაობის" ძველ მმართველობაზე და მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. 

"რაც შეეხება "ნაცკლასტერს", სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში. თქვენ ლაპარაკობთ ახლა სისხლისღვრაზე? სირცხვილი არ არის? ვისზე გიზრუნიათ საერთოდ. 

2008 წლის 7-8 აგვისტოს გვიმტკიცებდით, რომ რუსეთი შეტევაზე არ არის შეტევაზე გადმოსულიო. 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული ყველა შეთანხმება, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს საშუალებით იყო მიღწეული, დაიხა და ურნაში გადაიგდო. ახლა ამბობენ, რომ  თითქოს ბიძინა ივანიშვილს კიტრი და პამიდორი აინტერესებს, რომ მარნეულიდან გამოიტანოს და ძვირად გაყიდოს. ეს ხომ ტყულია, ხომ აგიხსნეს უკვე.

ამხელა პროექტი ხორციელდება, პირველი საცდელი უკვე გაიშვა - კასპიის რეგიონის გაზსადენი საქართველოს გავლით. და ეს უნდათ, რომ გაზპრომის თემით გადაფარონ. 53 საქმე დავითვალეთ, რომელიც სტრასბურგიდან მოვიდს და რის გამოც ჩვენ ფული უნდა გადავიხადოთ ამათი დანაშაულის გამო. ეს თემა კი გადაიფარა იმით, რომ პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაში მიდის,"- განცხადა გიორგი ვოლსკიმ

დღის ამბები