19 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაიზარდა - დღეს დადასტურებული შემთხვევიდან 4 აღნიშნულ ჯგუფს უკავშირდება

კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა ქვეყანაში - 16 აპრილის შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

18 ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანის ჯგუფია, 4 ინფიცირებული კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს, 4 კი საბურთალოს ეგრეთწოდებული კლასტერია.

ირკვევა, რომ თბილისის ერთ-ერთ კორპუსში დაფიქსირებული შემთხვევა, ერთადერთი არ არის და ვირუსი უკვე საუნივერტიტეტო კლინიკის ინფიცირებული მედპერსონალის ნათესავებს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ახლა მათ კონტაქტებს სწავლობენ, პირველი განცხადება უკვე გააკეთეს სპეციალისტებმაც.

ე.წ. საბურთალოს კლასტერში, ამ ეტაპზე, 15 დადასტურებული შემთხვევაა.

დღის ამბები