14 ივლისი 2020,   05:49
ვრცლად
კაცმა, რომელიც "სამსუნგიდან" გაათავისუფლეს, პროტესტის ნიშნად ანძაზე 354 დღე გაატარა

Samsung-ის ყოფილმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სეულში, მოძრაობის კამერის ანძაზე 354 დღე გაატარა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, კაცი კომპანიიდან გათავისუფლებას აპროტესტებდა. აქცია მან მას შემდეგ შეწყვიტა, რაც Samsung-მა ბოდიში მოუხადა და კომპენსაციის გადახდაზე დათანხმდა.

60 წლის კიმ იონგ ჰი Samsung-ის სათაო ოფისთან მდებარე 25-მეტრიან ანძაზე 2019 წლის 10 ივნისს ავიდა და კომპანიისგან მისი უსამართლო გათავისუფლებისთვის ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია მოითხოვა. მას შემდეგ ის ანძაზე ცხოვრობდა. სადაც საკვებს და ტანსაცმელს, თოკზე მიბმული კალათით აწვდიდნენ.

კიმ იონგ ჰი 1995 წელს, პროფკავშირის ჩამოყალიბების მცდელობის გამო გაათავისუფლეს.

დღის ამბები