კომპანია ”მაიკროსოფთმა” ჟურნალისტები, რომელთაც სამუშაო კონტრაქტი ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვა. ”პი ეი მედიას” 27 ჟურნალისტს, რობოტიზებული ალგორითმები ჩაანაცვლებენ.
”ბიბისის” ინფორმაციით, რობოტიზებული ალგორითმები დამოუკიდებლად აირჩევენ ახალ ამბებს და მათ რედაქტირებას შეძლებენ. სავარაუდოდ, მალე ანალოგიურ გადაწვეტილებას, Microsoft ბრიტანეთის გარდა, სხვა ქვეყნებში მომუშავე სააგენტოების მიმართაც მიიღებს.
კორპორაციაში აზუსტებენ, რომ ჟურნალისტების გათავისუფლება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებს არ უკავშირდება.