19 აპრილი 2024,   21:31
ვრცლად
დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. 10 ათას კვ.მ. ფართობზე იგება ასფალტის ორი ფენა, იცვლება ტროტუარი და ბორდიური. სამუშაოებისთვის გამოყოფილია 600 ათასი ლარი. ტერიტორიაზე გასულ წელს უკვე მოწყო სანიაღვრე ქსელი - ის ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მთავარ კოლექტორზე დაერთდა.

მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები