13 ივლისი 2020,   04:28
ვრცლად
1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა - დღევანდელი დღე აფხაზეთის №2 სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. რუსლან აბაშიძემ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სასაჩუქრე პაკეტებს ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე მიიღებს.

"ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, ჩვენ ამ პროექტში დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ. პროექტი ითვალისწინებს ჩვენ ახალგაზრდა საზოგადოების წევრებისა და მოსწავლეების ჩართულობას ამ ინიციატივაში. ეს პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად," - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

დღის ამბები