ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებს, ვისაც 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდების ჩაბარების ალტერნატიულ ხერხს შესთავაზებენ.
"თერმოსკრინინგთან მიმართებაში მსჯელობა მიმდინარეობს. თუ დაფიქსირდა 37 გრადუსი ტემპერატურა, ამ დროს აბიტურიენტს ხელი არ შეეშალოს. იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.