13 აგვისტო 2020,   11:57
ვრცლად
კახეთში ცხელ თონეში ქალი ჩავარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა კახეთში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში 65 წლის ქალი დაიღუპა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, შემთხვევა მაშინ მოხდა როცა ქალი პურს აცხობდა.

წინასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცურდა და ანთებულ თონეში ჩავარდა. სახლში არავინ იმყოფებოდა და თონეში ჩავარდნილი ქალი მეუღლემ მოგვიანებით, უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები