16 აპრილი 2024,   23:12
ვრცლად
სამთვიანი პაუზის შემდეგ "სილქ როუდ გრუპში" შემავალი რესტორნები იხსნებიან

რეგულაციების ეტაპობრივი მოხსნის შედეგად სრულყოფილად ამოქმედდა "სილქ როუდ გრუპში" შემავალი რესტორნებიც. კომპანიას სულ 14-მდე ობიექტი აქვს, სადაც 2000-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კრიზისის პერიოდში მათ სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლეს და ისინი დაწესებულ რეგულაციებს მკაცრად იცავენ.

რედისონ ბლუ ივერიას სასტუმროების ამოქმედება, კი რომელიც განთავსებულია თბილისში, ბათუმსა და წინანდალში 8 ივნისიდან მოხდება. უახლოეს მომავალში კი თბილისში იგეგმება ახალი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო "ტელეგრაფის" გახსნაც.

silk road hosphitality- ს მენეჯერი იორდი კუიტი აცხადებს, რომ ივლისის შემდეგ სასტუმრო უცხოელ ტურისტებს მიიღებს.

"დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა, ჩვენი ტერასები გაიხსნა, ასე რომ ხალხს შეუძლია ერთმანეთს შეხვდეს, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანციის დაცვით. ეს ქვეყანას ნამდვილად სჭირდებოდა. დღეს ჩვენი ყველა ტერასა გავხსენით, ბათუმშიც, წინანდალშიც და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ბევრი კოლეგა შეძლებს თავიანთი ობიექტების კვლავ გახსნას და ერთად შევძლებთ პირველ რიგში ადგილობრივების, პირველი ივლისის შემდეგ კი სხვა ქვეყნებიდან ტურისტების მიღებას,"- განაცხადა იორდი კუიტმა.

დღის ამბები