10 ივლისი 2020,   16:44
ვრცლად
"გვსურს, რომ სანქცია საზოგადოებისათვის დიდი ტვირთი არ იყოს" - მმართველი გუნდის ჯარიმების პროექტის შემუშავებას მომდევნო კვირისთვის აანონსებს

ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტები აქტიურად მუშაობენ პროექტზე, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდის ინიციატივის დაჩქარებული წესით შემუშავება, კოლეგებს გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ დაავალა.

"დავიწყეთ მუშაობა ამ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვსურს, რომ სწრაფად დავაინიციროთ ეს პროექტი იმისათვის, რომ გავწეროთ რა ტიპის დარღვევებია ყველაზე ხშირი და რა ტიპის სანქცია უნდა იყოს დაკისრებული. საუბარია იმაზე, რომ პასუხისმგებლობა და სანქცია იყოს ისეთი, რომ საზოგადოებისათვის არ იყოს დიდი ტვირთი. სავარაუდოდ, ეს პროექტი მიღებული მომდევნო კვირაში იქნება,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები