06 აგვისტო 2020,   17:42
ვრცლად
ებოლას კონგოში 5 ადამიანი ემსხვერპლა

5 ადამიანი ემსხვერპლა ებოლას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საერთაშირისო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო.

გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კონგოში ინფექციის 6 ახალი შემთხვევა დასტურდება.

კონგოს რესპუბლიკას ამ ეტაპზე კორონავირუსსა და წითელასთანაც უწევს ბრძოლა. ბოლო ორ წელიწადში კონგოში ებოლას ეპიდემიას 2-ი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები