24 აპრილი 2024,   22:08
ვრცლად
ინდოეთში ბოლო 24 საათში 8 000-ზე მეტი COVID ინფიცირებული გამოავლინეს

ინდოეთში ბოლო 24 საათში, რვა ათასზე მეტი COVID ინფიცირებული გამოავლინეს. ეს ამ ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინდოეთში COVID ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე 190 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაიცვალა 5 400 პაციენტი. მართალია, ინდოეთში COVID ინფიცირებულების რიცხვი არ იკლებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის ხელისუფლება დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს.

 

დღის ამბები