25 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჰონგ-კონგის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვას

დიდი ბრიტანეთი ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჰონგ-კონგის საკითხთან დაკავშირებით "რუბიკონი არ გადალახოს" და საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვას.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთი ვალდებულია პატივი სცეს ჰონგ-კონგის ავტონომიას, დომინიკ რააბმა ჩინეთს საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდა.

ახალი კანონის ფარგლებში ჩინეთმა ჰონგ-კონგში შესაძლოა, საკუთარი უსაფრთხოების სააგენტოები შექმნას. ახალი კანონი ძალაში სავარაუდოდ, აგვისტოდან შევა. აღნიშნულს ჰონგ-კონგთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერებიც აპროტესტებენ.

დღის ამბები