18 აპრილი 2024,   13:43
ვრცლად
აშშ-ს ქალაქებში არეულობა და რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი გრძელდება - დაკავებულია ასობით დემონსტრანტი

არეულობა შეერთებული შტატის რამდენიმე ქალაქში - რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ზოგგან გასულ ღამეს აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაკავებულია ასობით დემონსტრანტი.

აქტივისტები უკვე მე-8 დღეა პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ. 20 შტატის 40-მდე ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში კომენდანტის საათია გამოცხადებული. ამერიკის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დემონსტრაციების დროს კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობენ. 

დღის ამბები