ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის მსოფლიო რუქაზე კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს. ინფიცირების ერთ მილიონზე მეტი შემთხვევა და 108 ათასზე მეტი დაღუპული. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ტვიტერზე" წერს, რომ COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე ადრე შეიქმნება.
"ჩვენ ძალიან რთული სიტუაციის წინაშე ვართ ერთის მხრივ ქვეყანაში ქაოსი და არეულობაა, მეორეს მხრივ კი, კვლავ გვიწევს პანდემიის კრიზისთან გამკლავება. ამ რთულ დროს გამოწვევებთან ბრძოლაში ერი ერთიანი უნდა იყოს, თუმცა სხვა შედეგს ვხედავთ, - განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.