20 აპრილი 2024,   04:37
ვრცლად
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში COVID-19-ის შემცირებული რაოდენობის გამო, საზღვრებს ხსნიან და შეზღუდვებს ამსუბუქებენ

ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი ერთმანეთთან თავისუფალ მიმოსვლას სრულად აღადგენს. 15 ივნისიდან კი, ევროკავშირის ქვეყნებთან სატრანსპორტო მიმოსვლას გერმანია ანახლებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები რეკომენდაციებით შეიცვლება. პანდემიის გამო, იძულებით გაჩერებული ტურიზმის შემდეგ იტალია საზღვრებს ხსნის. დღეიდან ევროპელ ტურისტებს იტალიაში შესვლა უპრობლემოდ შეეძლებათ.

ბელგიაში კაფე-ბარები და რესტორნები გახსნეს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბარებში პლასტმასის ბარიერები დადგეს.

ბარიერების საშუალებით ადამიანებს შორის, სოციალური დისტანცია იქნება დაცული. ესპანეთი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ შეზღუდვებს 21 ივნისამდე აგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ 31 მაისის შემდეგ ესპანეთში კორონავირუსისგან გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა მეექვსეჯერ და საბოოლოოდ გახანგრძლივდება.

"24 საათის განმავლობაში COVID-19-სგან გამოწვეული გარდაცვალების ფაქტი არ დაგვიფიქსირებია. მე ვფიქრობ ეს ყველას წარმატებაა. დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ რომ პანდემიის ყველაზე ცუდმა დღეებმა რომლებმაც მსოფლიო შეძრეს, ჩვენ უკვე გავიარეთ," - აცხადებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.

დღის ამბები