16 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
დაპირისპირება ბრუკლინში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის - დაკავებულია სულ მცირე 90 ადამიანი

ნიუ-იორკის შტატში, ბრუკლინში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია სულ მცირე 90 ადამიანი. დაშავებულია ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები ბრუკლინის სასამართლოსთან იმყოფებოდნენ, სამართალდამცავებმა მათ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, გასულ ღამეს ძარცვის მცდელობები არ ყოფილა და საპროტესტო აქციებს შედარებით მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ერთ კვირაზე მეტია, პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებიც ძალადობასა და ძარცვაში გადაიზარდა.

დემონსტრაციები მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებისას ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. 

დღის ამბები