19 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო Lego-მ უარი თქვა იმ სათამაშოების რეკლამაზე, რომლებშიც პოლიციელების ფიგურებია

აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, კონსტრუქტორების მწარმოებელმა კომპანია Lego-მ უარი თქვა თავისი ნაკრებების რეკლამაზე, რომლებშიც პოლიციელების ფიგურებია. ამის შესახებ გამოცემა "თოიბუქი" იტყობინება.

შედეგად 30-ზე მეტი ნაკრები დაზარალდება, რომლებშიც პოლიციელების გარდა მეხანძრეები, დამნაშავეები, მეძებარი ძაღლები და ხელბორკილები ფიგურირებს. აკრძალვას დაექვემდებარა ნაკრები "თეთრი სახლიც". კომპანიაში არ დაუზუსტებიათ, რამდენ ხანს იმოქმედებს აკრძალვა.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ათენში გამართული საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა, ამერიკის საელჩოს შენობას მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს. პოლიციამ დემონსტრანტებს ცრემლმდენი გაზით უპასუხა, დაკავებულია 5 ადამიანი. საპროტესტო მარშში 3 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ათენის ცენტრში მდებარე შენობა პოლიციის ავტობუსებითაა გარშემორტყმული. გაძლიერებულია დაცვა. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

დღის ამბები