20 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
ისრაელის პარლამენტის წევრს COVID-19 დაუდასტურდა რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი სესია ჩაიშალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 831 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 441 ათასამდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვმა კი 5 384-ს მიაღწია.

ინფიცირებულთა რაოდენობით, რუსეთი მსოფლიოში შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის შემდეგ მესამეა.

რაც შეეხება ესპანეთს, ქვეყნის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობას მეექვსეჯერ და უკანასკნელად გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა და ის 21 ივნისამდე გაგრძელდა.

COVID-19 დაუდასტურდა ისრაელის პარლამენტის წევრს, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი სესია გადაიდო. ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ინფიცირებულ დეპუტატთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლირებისკენ მოუწოდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში COVID-19-ის 17 342 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 290 ადამიანი.

"ჩვენ გადავლახეთ ყველაზე მძიმე თვე ჩვენი დემოკრატიული ქვეყნის არსებობის ისტორიაში. დღეს ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ პანდემია ასე თუ ისე გადავიტანეთ, ახლა მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მიღწეული წარმატება, რისთვისაც აუცილებელი საგანგებო მდგომარეობის კიდევ გაგრძელება,"- აცხადებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.

დღის ამბები