25 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
8 წუთი და 46 წამი - ჯორჯ ფლოიდის პანაშვიდზე საპატიო დუმილი იმდენ ხანს გაგრძელდა რამდენ ხანსაც აჭერდა პოლიციელი მუხლს მის კისერს

მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად დაღუპული აფროამერიკელი მამაკაცის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ცერემონიაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ გარდაცვლილის ხსოვნას პატივი 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში დუმილით მიაგეს - სწორედ ამდენ ხანს აჭერდა მუხლს პოლიციელი აფროამერიკელი კაცის კისერს. მის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მუხლის მოყრით პატივი მიაგო ნიუ-იორკსა და ვაშინგტონშიც.

პარალელურად, მოსამართლემ ინციდენტში მონაწილე სამ პოლიციელს გირაოს სახით მილიონი დოლარი შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. საპროტესტო გამოსვლების დროს სამართალდამცველებმა საერთო ჯამში 10 ათასზე მეტი პირი დააკავეს.

დღის ამბები