19 აპრილი 2024,   22:10
ვრცლად
უახლოეს დღეებში ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი - დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირების შემთხვევები 2 მილიონს უახლოვდება. პანდემიას თითქმის 112 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინაზე ერთდროულად 7-8 კომპანია მუშაობს.

"გუშინ მქონდა შეხვედრა ვაქცინასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგი, საოცარი დინამიკა გვაქვს. უახლოეს დღეებში ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ტრანსპორტირებისთვის მომზადებული ორი მილიონი ვაქცინა და ამ პროცესს დავიწყებთ, თუ ეს ვაქცინა უსაფრთხოების შემოწმებას გაივლის," - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

დღის ამბები