20 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
პირბადე სულ მცირე სხვადასხვა მასალის სამი შრისგან უნდა შედგებოდეს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, იმ შემთხვევაში, როცა ფიზიკური დისტანცირება შეუძლებელია, აუცილებლად ატარონ პირბადეები. ამის შესახებ  ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. 

გარდა ამისა, ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ პირბადე სულ მცირე სხვადასხვა მასალის სამი შრისგან შედგებოდეს. მათივე განმარტებით, დამცავი ნიღბების ტარება კორონავირუსისგან სრულად დაცვას თავისთავად ვერ უზრუნველყოფს, რადგან ის არ წარმოადგენს ფიზიკური დისტანცირების, ხელების ჰიგიენისა და სხვა ზომების შემცვლელს.

"იმ რაიონებში, სადაც შეინიშნება ვირუსის გავრცელება, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ 60 წლის და უფროსი ასაკის, ასევე მათ, ვისაც შესაბამისი ჩვენება გააჩნია, უნდა ატარონ პირბადეები ისეთ სიტუაციაში, როდესაც ფიზიკური დისტანცირება შეუძლებელია. სამედიცინო პირბადეები უნდა გაიკეთოს ყველა ადამიანმა, ვინც ჯანდაცვის დაწესებულების კლინიკურ სივრცეში მუშაობს და არა მხოლოდ მათ, ვინც უშუალოდ პაციენტებთან მუშაობს,"- ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 7 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 398 ათასზე მეტი ლეტალურად დასრულდა. COVID- 19 კი თითქმის უკვე 3 ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაამარცხა.

დღის ამბები