24 აპრილი 2024,   18:38
ვრცლად
გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს

გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ "დოიჩე ველე" ავრცელებს. 11 დაკავებულიდან შვიდი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დაზარალებულთა შორის არის 5, 10 და 12 წლის ასაკის სამი ბავშვი.

მიუნსტერში მდებარე ერთ-ერთ სახლის სარდაფში მოწყობილ ოთახში პოლიციამ 500 ტერაბაიტამდე მოცულობის მონაცემები აღმოაჩინა. ამჟამად მიმდინარეობს აღმოჩენილი მასალების შესწავლა.


დღის ამბები