18 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
ათასობით ადამიანმა აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ათასობით ადამიანმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგო. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად დაღუპული აფროამერიკელის სამოქალაქო პანაშვიდი ჰიუსტონში ჩატარდა.

ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს კონგრესშიც. დემოკრატიული პარტიის წევრებმა სიმბოლურად 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში მუხლი მოიყარეს.

ლოს-ანჯელესში შეკრებილმა ათასობით აქტივისტმა კი რასისტულ ნიადაგზე დაღუპული სხვა აფროამერიკელებიც გაიხსენეს.

პარალელურად, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ გირაოს ოდენობა მილიონ 250 ათასამდე გაუზარდა. პოლიციელს მეორე ხარისხის მკვლელობაში ბრალის დადასტურების შემთხვევაში 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები