19 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში 400 ათასს აჭარბებს

მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 400 ათასს აჭარბებს. პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსს 110 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მონაცემები სწრაფად მატულობს ბრაზილიაში.

ბოლო პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო ისრაელში შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი დროებით შეჩერდა.

რთული ვითარებაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. გასულ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა საერთო ჯამში 211-ს მიაღწია. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 93-მდე გაიზარდა. 6 000-ს უახლოვდება ლეტალური შემთხვევების რაოდენობა რუსეთში. დღეიდან მოსკოვში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.

თურქეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექციით 4 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, გლობალური მასშტაბით ვითარება გაუარესებულია.

მსოფლიო ბანკი კი აცხადებს, რომ ბოლო 150 წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა ყველაზე დიდი კრიზისის წინაშე დგას.

დღის ამბები