19 აპრილი 2024,   23:38
ვრცლად
მანიფესტანტები, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, მანიფესტანტები, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

ჯონსონმა მოქალაქეებს მოუწოდა, რასიზმის წინააღმდეგ აქციები მშვიდობიანად გამართონ და კანონის ჩარჩოებს არ გასცდნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები აქციებს ნდობას უკარგავენ.

უქმე დღეებში ლონდონსა და დიდი ბრიტანეთის სხვა ქალაქებში რასიზმის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა, რომელთა ნაწილიც არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრაციებს 140 ათასამდე ადამიანი დაესწრო. დაკავებულია 135 მომიტინგე. დაშავებულია ათობით პოლიციელი.

დღის ამბები