18 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
აღდგენილი სამუშაო ადგილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ნიუ-იორკში აკრძალვების შემსუბუქების პირველი ფაზა იწყება

100-დღიანი შეზღუდვების შემდეგ ნიუ-იორკი აკრძალვების შემსუბუქების პირველ ფაზაზე გადადის.

ორშაბათიდან 400 000-მდე ადამიანი სამუშაოს დაუბრუნდება, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. ქალაქის მერის განცხადებით, პანდემიის გამო სიტუაცია ისევ მძიმეა, თუმცა 10 ათასობით ადამიანის დახმარება, მხოლოდ რეგულაციების შემსუბუქებით და სამუშაო ადგილების აღდგენითაა შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირების კიდევ 19 000 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 476 პაციენტი.

მზარდია სტატისტიკა ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა არგენტინაში, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 29%-ით გაიზარდა. გარდაცვლილია 693 ადამიანი.

არგენტინაში ინფიცირებულია 23 620 ადამიანი. 710 000-ს გადასცდა ინფიცირებულთა რიცხვი ბრაზილიაში, 200 000 პაციენტი ჰყავს პერუს. მძიმეა სიტუაცია ჩილესა და მექსიკაში, ორივე ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 120 000-ს გადააჭარბა.

დღის ამბები