25 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
უხვმა ნალექმა ჩინეთის სამხრეთში მილიონამდე ადგილობრივი დააზარალა - გარდაცვლილია 9 ადამიანი

უხვმა ნალექმა ჩინეთის სამხრეთში მდებარე პროვინციებში მილიონამდე ადგილობრივი დააზარალა. გარდაცვლილია 9 ადამიანი.

დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ათასობით მოქალაქე ამ დრომდე უსახლკაროდაა დარჩენილი.

ჩინეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ამინდის გაუმჯობესება უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი არ არის.

დღის ამბები