19 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
პანდემიამ ჩვენი სისუსტის დემონსტრირება მოახდინა, იმან, რაც მხოლოდ მიკროსკოპში ჩანს, დაგვაჩოქა - ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს სისუსტეები ნათლად გამოაჩინა. მან ქვეყნები არაკოორდინირებულად მოქმედების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარობა და ერთობა აუცილებელია.

"პანდემიამ ჩვენი სისუსტის დემონსტრირება მოახდინა, იმან, რაც მხოლოდ მიკროსკოპში ჩანს, დაგვაჩოქა. თითოეული ქვეყანა საკუთარი გზით წავიდა და ეპიცენტრიც ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდა, უნდა გავაძლიეროთ მრავალმხრივი ინსტიტუტები და მივცეთ მას ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გლობალურმა ეფექტურმა მმართველობამ იმოქმედოს და იმ დრამატულ გამოწვევებს დაუპირისპირდეს, რის წინაშეც ვდგავართ," - ამბობს ანტონიო გუტიერეში.

დღის ამბები