20 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის დიაგნოზი უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 115 130 ადამიანი.

ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 70 000-ს გადააჭარბა. ბრაზილიაში ვირუსს 40 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საიდანაც 1 274 ფატალური შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა. COVID - 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყანა მესამე ადგილზეა მსოფლიოში.

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა მექსიკაში, სადაც ბოლო 24 საათში დადასტურდა 4 883 შემთხვევა, გარდაიცვალა 708 ადამიანი.

რაც შეეხება ევროპას, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. ევროპის სხვა ქვეყნებში მონაცემები ჯერ არ განახლებულა.

"დროდადრო მოგვიწევს ავამუშაოთ ეკონომიკა, ტურისტული ბიზნესი, გავხსნათ რესტორნები, ჩვენს საზოგადოებას ეს სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პანდემიაზე ცუდი შედეგები მივიღოთ, საზოგადოებას არ სურს დარჩეს სახლში," - განაცხადა მექსისკის პრეზიდენტმა ანდრეს მანულე ლოპეს ობრადორმა.

დღის ამბები