24 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი დაუდგინდა, ამის შესახებ უკრაინული გამოცემა unian.net წერს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ელენა ზელენსკაიას ამბულატორიული მკურნალობა უტარდება და ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებულია.

ტესტირება ჩაუტარდათ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მათ შვილებსაც, ტესტების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

დღის ამბები