19 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
space x-მა დედამიწის ორბიტაზე რიგით მეცხრე რაკეტა გაუშვა

კომპანია space x -მა დედამიწის ორბიტაზე რიგით მეცხრე რაკეტა "ფალკონ 9" გაუშვა, რომლის ბორტზეც სტარლინკის კიდევ 58 თანამგზავრი იყო განთავსებული.

გაშვების ვიდეოტრანსლაცია კომპანიის ვებგვერდზე მიმდინარეობდა. სტარლინკის თანამგზავრებთან ერთად ორბიტაზე ამერიკული კომპანია Planet Labs-ის სამი აპარატი მოხვდა.

აპარატები პორტატიული ტელესკოპითა და მაღალრეზოლუციანი კამერებითაა აღჭურვილი და ორბიტიდან დედამიწის ზედაპირის მონიტორინგისთვის არის განკუთვნილი. სამი წლის წინ space x​-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა სტარლინკის პროექტი წარადგინა, რომელიც კოსმოსში გლობალური ინტერნეტთანამგზავრის გაშვებას გულისხმობს.

კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე უკვე 300 თანამგზავრი გაიყვანა. საბოლოო მიზანი კოსმოსში 12 000 აპარატის გაგზავნაა, რაც მთელი მსოფლიოს ინტერნეტით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები