დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
მემარჯვენე აქტივისტების ნაწილი პოლიციას თავს დაესხა. დაშავებულია ექვსი სამართალდამცველი. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ასევე, გამოძიება დაიწყო იმ პირის მიმართ, რომელიც 2017 წელს თავდამსხმელების მიერ მოკლული პოლიციელის, კეტი პალმერის, მემორიალის გვერდით შარდავდა.
ლონდონში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ბორის ჯონსონის თქმით, ქუჩებში რასისტული თაღლითების ადგილი არ არის.
"კოვიდ-19-ის" პანდემიის გამო ბრიტანეთში კვლავ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ამიტომ პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ აქცია 17:00 საათზე უნდა დაშლილიყო, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი ლონდონის ქუჩებში ხუთი საათის შემდეგაც იდგა.