25 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით თითქმის 8 მილიონი ადამიანია ინფიცირებული - აშშ-ში ბოლო 24 საათში ვირუსს 300 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი 8 მილიონს უახლოვდება. მათგან 4 მილიონზე მეტ შემთხვევაში ინფიცირებულები გამოჯანმრთელდნენ. პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემები სწრაფად მატულობს ბრაზილიაში.

ჩინეთის დედაქალაქში COVID-19-ის ახალი შემთხვევების გამოვლენის გამო ხელისუფლება მოსახლეობას პეკინში ჩასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ფატალური შემთხვევების რიცხვი მცირდება ევროპის ქვეყნებში. ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში 36 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. დღეიდან მწვანე ზონად გამოცხადდება საფრანგეთი. 21 ივნისიდან კი ესპანეთი საზღვრებს გახსნის ევროკავშირის ქვეყნებთან, გარდა პორტუგალიისა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა იმატა მეზობელ სახელმწიფოებში. თურქეთში გასულ დღე-ღამეში ვირუსი ათას 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. 7 ათასს უახლოვდება ფატალური შემთხვევების რიცხვი რუსეთში. სომხეთში COVID-10-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და, საერთო ჯამში, 269-ს მიაღწია. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 119-ია.

დღის ამბები