16 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
აშშ-ში ანტირასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - პროტესტი კიდევ ერთი აფროამერიკელი მოქალაქის გაუფრთხილებლობით მკვლელობას მოჰყვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ანტირასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ატლანტაში დემონსტრაციების დროს პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა. პროტესტი რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველების მიერ კიდევ ერთი აფროამერიკელი მოქალაქის გაუფრთხილებლობით მკვლელობას მოჰყვა.

სისტემური რასიზმის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გავიდა ლოს-ანჯელესის ქუჩებში. მასშტაბურ დემონსტრაციას ორგანიზება ლგბტ თემის წევრებმა გაუწიეს.

შტატებში ანტირასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები