25 აპრილი 2024,   20:49
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8 მილიონს გასცდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8 მილიონს გასცდა. რთული მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. მხოლოდ რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 246 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 537 210-მდე გაიზარდა.

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 17 064-მდე გაიზარდა.

უკრაინა დღეიდან საერთაშორისო ავიარეისებს განაახლებს. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია კიევის აეროპორტების ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 ივნისს ბორისპოლის აეროპორტში 15 რეისია დაგეგმილი, აქედან 4 – საერთაშორისო. კერძოდ, ბორისპოლის აეროპორტიდან დღეს 2 რეისი მინსკში შესრულდება, ერთი – ამსტერდამში, ხოლო 1 – დუბაიში.

უკრაინაში დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 656 შემთხვევა დაფიქსირდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 562 ადამიანს დაუდასტურდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები