25 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკის მოქალაქეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკის მოქალაქეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შტატების ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2018 წლის დეკემბერში დააკავეს.

შტატების ელჩი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. დაკავებული ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს.

ამერიკის მოქალაქეს შტატების გარდა კანადის, ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს.

დღის ამბები