20 აპრილი 2024,   07:15
ვრცლად
ინდოეთისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 20 ინდოელი სამხედრო დაიღუპა

ინდოეთისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 20 ინდოელი სამხედრო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი ორივე მხარეს არის, თუმცა ჩინეთში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. ისინი თავდასხმაში ინდოელ ჯარისკაცებს ადანაშაულებენ.

ბოლო 45 წლის განმავლობაში ეს ორი ქვეყნის საზღვარზე პირველი დაპირისპირებაა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ვითარების დეესკალაციისთვის ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. სხვა დეტალები უცნობია.

დღის ამბები