20 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერი, გაგიკ წარუკიანი დაკითხეს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერი, გაგიკ წარუკიანი დაკითხეს.

წარუკიანის წასვლის შემდეგ, შენობასთან, სადაც მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

დაკითხვამდე გაგიკ წარუკიანს სომხეთის პარლამენტმა იმუნიტეტი გაუუქმა. პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოძიება სამი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს. პარტიის ლიდერი ყველა ბრალდებას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დღის ამბები