19 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
კორონავირუსისგან დაცვის მიზნით პუტინის რეზიდენციის მისაღებში ანტისადეზინფექციო გვირაბი დაამონტაჟეს

კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ნოვო-ოგარევოს რეზიდენციის მისაღებში დააყენეს სპეციალური გვირაბი, რომლის კადრები რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტიმ" გამოაქვეყნა.

გვირაბი განკუთვნილია დეზინფექციისათვის და მასში გავლისას ადამიანი აღმოჩნდება სპეციალური სითხის მცირედისპერსულ ნისლში, რომელიც სადეზინფექციო ხსნარით ფარავს ტანისამოსს და სხეულის ღია ნაწილებს.

მოწყობილობა ქალაქ პენზაში დაფუძნებულმა კომპანიამ და მანვე გაავრცელა განცხადება სპეცმოწყობილობის დამონტაჟების შესახებ.

სადემონსტრაციოდ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ გვირაბში შესულ ადამიანებს უკეთიათ პირბადე, ხოლო სადეზინფექციო სითხე იფრქვევა ჭერიდან და გვერდითა კედლებიდან.

დღის ამბები