19 აპრილი 2024,   20:36
ვრცლად
მოსკოვის გამზირზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ

მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში ტარდებოდა. ერთ-ერთ საწყობში ჩატარდა ჩხრეკა, მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები. "კურიერის" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ერთი პირი.

უწყებაში დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ, ასევე მათი განცხადებით საქმე არ უკავშირდება რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს.

"როგორც მითხრეს, ჩხრეკა მიმდინარეობსო, თუმცა, რა საქმესთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერ გეუბნებით. ბოკოვს ნამდვილად არ უკავშირდება.

სპეცრაზმი ადგილზე არ ყოფილა და ადგილზე არავინ დაუკავებიათ," - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნუცა აბაშიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

დღის ამბები